კრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის დავოსის ფორუმზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომ „უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორია სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად”.
„ისევე მარტივად, როგორც ბატონი კისინჯერი ომის შესაჩერებლად გვთავაზობს უკრაინის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას, ის დაუშვებდა პოლონეთის ან ლიეტუვის მიტაცებას. კარგია, რომ სანგრებში უკრაინელებს „დავოსის პანიკიორების” მოსმენის დრო არ აქვთ. ისინი ცოტათი დაკავებული არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით”, – აცხადებს პოდოლიაკი.