23.11.2024

დედა სოსანა – მე და კიდევ ერთი მონაზონი წუხელ, თავსხმა წვიმაში ქუჩაში დაგვტოვეს და ტაძრის კარი არ გაგვიღეს მეუფე სტეფანეს განკარგულებით

“მე გუშინ დამატოვებინეს მონასტერი, მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლესა და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე მტკივა გული. ამის გამო გავხდი დევნილი. სიმართლისთვის დევნილი დატოვეს ქუჩაში და გაწირეს ფაქტიურად მოხუცებული და უძლური ადამიანი სიკვდილისთვის, თავსხმა წვიმაში.” – ამის შესახებ დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გათავისუფლებულმა დედა სოსანამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 დედა სოსანა მონასტრიდან მისი და კიდევ ერთი მონაზვნის გარიცხვის თაობაზე მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

მისი ინფორმაციით, მონასტრიდან გარიცხვის გადაწყვეტილების გამო, ის და კიდევ ერთი მონაზონი წუხელ, წვიმიან ამინდში ქუჩაში დატოვეს და ტაძრის კარი არ გაუღეს.

“მე გუშინ დამატოვებინეს მონასტერი, მხოლოდ იმისთვის, რომ სიმართლესა და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე მტკივა გული. ამის გამო გავხდი დევნილი. სიმართლისთვის დევნილი დატოვეს ქუჩაში და გაწირეს ფაქტიურად მოხუცებული და უძლური ადამიანი სიკვდილისთვის, თავსხმა წვიმაში. პოლიცია გამოიძახეს და მითხრეს, რომ პოლიციის ძალით უნდა დამეტოვებინა მონასტერი. მე პოლიციას ვთხოვე დახმარება, რომ გამომეტანა საკუთარი ნივთები. პოლიციამ მიშუამდგომლა, დარეკა რეზიდენციაში, სადაც უთხრეს, რომ მეუფე სტეფანეს ამ დროს სძინავს და ვერ შეეკითხებიან, ვერ გამოვითხოვთ კურთხევასო. მოგვაკითხა სხვა ტაძრის წინამძღვარმა ღამის ორ საათზე, მან შეასრულა ქრისტეს მცნება, მიგვიღო, გაგვათბო, დაგვაპურა. დღეს ვაპირებ მისვლას ეპარქიაში, კიდევ ერთხელ ვამხელ მას არასწორ და არაქრისტიანულ ქმედებებში, შემდეგ კი ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, რომელიც იქნება ღვთისთვის სათნო. თუ მე მან გამიშვა თავი ეპარქიაში ლასურიაში, რატომ არ უნდა გამეთენებინა ერთი ღამე მონასტერში, თუ ღამე ფეხით უნდა წავსულიყავი? აზრს მოკლებულია მისი განცხადებები. ამ ეპისკოპოსს ადამიანმა სული არ უნდა ანდოს და სასწრაფოდ უნდა ჩამოშორდეს ყველა ეპარქიას და თანამდებობას. სინანულისთვის თვითონ უნდა განამწესონ მონასტერში. სად არის ამ დროს საეპისკოპოსო, სად არის ზნეობის კომისია? უამრავი ადამიანი მირეკავს, მიცხადებენ სოლიდარობას. დამირეკეს სხვადასხვა ორგანიზაციებიდან”, – ამბობს დედა სოსანა.

მისივე თქმით, მას მეუფე სტეფანე ბრალს სდებს, რომ პატრიარქს წირვაში არ იხსენიებს, რაზეც განმარტავს, რომ მას წირვის ჩატარების უფლება არ აქვს, ხოლო პატრიარქს საჯანმრთელო ლოცვებში ტიტულის გარეშე იხსენიებს.

“მიტროპოლიტი მაბრალებს, რომ მე არ მოვიხსენიებდი წირვაში კათალიკოს-პატრიარქს. მე არც მღვდელი ვარ და არც წირვის ჩატარების უფლება მაქვს. მე მას ვუთხარი, რომ საჯანმრთელო პარაკლისებში ვიხსენიებდი კათალიკოს-პატრიარქს ტიტულის გარეშე, რადგან მას აქვს უმძიმესი ბრალდება წაყენებული, მას ჰქონდა უფლება დაემტკიცებინა თავისი სიმართლე, რომელიც არ და ვერ დაამტკიცა. მე მაქვს უფლება, რომ ის მოვიხსენიო ტიტულის გარეშე”,- აღნიშნა მან.

ცნობისათვის,  ჭყონდიდის ეპარქიის მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტერში წუხელ პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. ადგილზე სამართალდამცავები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით, დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გათავისუფლებული დედა სოსანა და მორჩილი ნინო მონასტერში აღარ შეუშვეს.

მეუფე სტეფანეს ბრძანების მიხედვით, ორივე მონაზონი მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევისთვის მარტვილის მონასტრიდან გარიცხეს და სინანულისთვის, ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში განმწესდნენ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img