19.04.2024
- Advertisement -spot_img

დედაქალაქში 13 მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები იხსნება და 13 მაისიდან დედაქალაქში, როგორც მუნიციპალური ავტობუსები და თბილისის მეტრო, ასევე მიკროავტობუსები მუშაობას განაახლებენ.

თბილისის მერიის ცნობით, კუს ტბისა და რიყე-ნარიყალას საბაგირო გზებისგან განსხვავებით, შეზღუდვა იხსნება ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზეც და ის მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში, 08:00-დან 20:00 საათამდე მოემსახურება.

კვლავ ძალაში რჩება მგზავრობისას დაწესებული შეზღუდვები, რომელიც პირბადით გადაადილების აუცილებლობას ითვალისწინებს.

ასევე, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაგრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის ყოველდღიური დამუშავება სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img