23.04.2024
- Advertisement -spot_img

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ფულს უხდის ანსამბლს, რომელსაც წევრები არ ჰყავს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საქმიანობა შეისწავლა და 2018-2019 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და ფულს უხდის ანსამბლ “აისელებს”, რომელშიც წევრები არ ირიცხებიან.  საუბარია მომღერალთა ანსამბლ “აისელებზე” და ხელშეკრულება გაფორმებულია ანსამბლის ხელმძღვანელთან. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პასუხისმგებელი პირი ამის მიზეზად თაობათა ცვლას ასახელებს, რის გამოც ანსამბლის ახალი წევრები ამ ეტაპისთვის არ არიან მიღებული (სასწავლო წლის დასრულებიდან გასულია, დაახლოებით, 19 თვე).

“მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა ვერ წარმოადგინეს შესაფერისი და საკმარისი მტკიცებულებები − ზოგიერთი საშტატო ერთეულის ფუნქცია-მოვალეობები რამდენად ეფუძნება დაწესებულებების რეალურ საჭიროებებს, ასევე მათი საქმიანობა რამდენად შეესაბამება ყოველდღიურ დატვირთვას. ამასთანავე, საშტატო ერთეულების დატვირთვის გაანალიზებისას განხილულია მხოლოდ რამდენიმე მაგალითი. გამომდინარე აღნიშნულიდან, სპორტის და კულტურის წრეებში არ მიმდინარეობდა სასწავლო პროცესი. შედეგად, ვერ მოხერხდა საშტატო ერთეულების ყოველდღიური დატვირთვის სრულად შესწავლა, თუმცა მიღებული შედეგის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ სხვა საშტატო ერთეულებსაც არ გააჩნდეთ ყოველდღიური დატვირთვა”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

ამასტან, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა ვერ წარმოადგინეს შესაფერისი და საკმარისი მტკიცებულებები − ზოგიერთი საშტატო ერთეულის ფუნქცია-მოვალეობები რამდენად ეფუძნება დაწესებულებების რეალურ საჭიროებებს, ასევე, მათი საქმიანობა რამდენად შეესაბამება ყოველდღიურ დატვირთვას.

აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით, მუნიციპალიტეტმა უნდა შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობა, საკადრო პოლიტიკა, ასევე, განსაზღვროს, რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს.

ამავე ანგარიშის მიხედვით, აუდიტმა ასევე დაადგინა, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრს 2018-2019 წლებში მიღებული აქვს 1 052 700 ლარი. შრომის ანაზღაურებაზე გახარჯულია – 441 900 ათასი ლარი, რაც მთლიანი დაფინანსების 42%-ს შეადგენს. 2019 წლის მდგომარეობით ა(ა)იპ-ში დასაქმებული იყო 127 თანამშრომელი (მათ შორის, 65 – შტატით და 62 – ხელშეკრულებით).

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img