გუშინ კობახიძის განცხადებებმა დაადასტურა, რომ მოსამართლეები და მათი „კლანი“ ძალიან ნერვიულობს – მათი სახელები და გვარები იციან სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის”ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
კითხვაზე, აპირებენ თუ არა მოსამართლეთა „შავი სიის“ შექმნას, დეკანოიძე პასუხობს, რომ რა დაერქმევა ჩამონათვალს, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
„მოსამართლეები იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც ისინი ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვერ იქნებიან ადამიანის უფლებების კონტექსტში. სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატში, კონგრესში ყველამ იცის მათი სახელი და გვარები, ამიტომ მათი მღელვარება მართებულია. ვფიქრობ. რა დაერქმევა ამ ჩამონათვალს, „შავი სია“, „მაგნიტსკის ახალი სია“ თუ „კლანის სია“, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. იცით, რომ მაგალითად ბულგარეთში, იყო მოსმართლის წინააღმდეგ სანქციები, ეს ცივილიზებული სამყაროს მნიშვნელოვანი ბერკეტია,”- განაცხადა დეკანოიძემ.