19.09.2021
- Advertisement -spot_img

დელტა ვარიანტმა თამაშის წესები შეცვალა

ამერიკის ხმა

შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ით ინფიცირების მონაცემები სწრაფად იზრდება. იმის მიუხედავად, რომ სრულად აცრილთა რაოდენობა თითქმის 203 მილიონია, კორონავირუსის პირველად ინდოეთში ნაპოვნი დელტა ვარიანტის შეკავება გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე მისი პირველადი ვერსიების.

მონაცემები ახლა “ბევრი ნიშნით უარესია, ვიდრე გასულ აგვისტოს” – ამბობს ექიმი პოლ ოფიტი. ის აშშ-ის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციასთან ვაქცინების მიმართულებით შექმნილი მრჩეველთა კომიტეტის წევრია.

ოთხშაბათს ტელეკომპანია “სი-ენ-ენს” (CNN) ექიმმა ოფიტმა უთხრა, რომ “გასულ აგვისტოს, სრულად დაუცველი მოსახლეობა გვყავდა, ვაქცინა კი არ გვქონდა. ახლა ნახევარი ქვეყანა აცრილია… მაგრამ, ამის მიუხედავად, მონაცემები უარესია”. მისი თქმით, “თამაშის წესები დიდწილად დელტა ვარიანტმა შეცვალა”.

ხუთშაბათ დილის მონაცემებით, ამერიკაში ადმინისტრირებულია კოვიდ-19-ის ვაქცინის 365 767 674 დოზა. განცხადებას აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ავრცელებს. 202 961 676 ადამიანი ერთხელ მაინცაა აცრილი, 172 171 009 კი სრულად აცრილია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 61.1-მა პროცენტმა ვაქცინის ერთი დოზა მაინც მიიღო, 51.9% კი სრულად აცრილია.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მეტად აცრილია 65 წლის და მის ზევით მოსახლეობა. ამ ჯგუფში 91.7-მა პროცენტმა კოვიდ-19-ის ვაქცინის ერთი დოზა მაინც მიიღო, 81.4% სრულად აცრილია.

ჰოსპიტალიზაციის მონაცემები განსაკუთრებით მაღალია იმ შტატებში, სადაც ვაქცინაციის პროცენტული მონაცემები სხვებთან შედარებით დაბალია. არკანზასის, ფლორიდის, ლუიზიანის, ჰავაის და მისისიპის შტატებში რეკორდული ჰოსპიტალიზაცია ფიქსირდება. მათ რიგებს მოგვიანებით ტეხასის და კენტუკის შტატებიც შეუერთდა, სადაც ამბობენ, რომ ამდენი პაციენტი პანდემიის განმავლობაში ჯერ არ ჰყოლიათ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

“გირჩმა” ე.წ. სისხლიანი ბანერი გადაფარა წარწერით-მოდი რეფერენდუმზე

 "გირჩმა" თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებულ "სისხლიან ბანერზე" ტრანსპარანტი გადმოფინა წარწერით "მოდი რეფერენდუმზე". სიძულვილის ენის შემცველ ბანერებზე, რომლებიც...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img