13.10.2024
- Advertisement -spot_img

დენის შმიგალი – რუსეთი ახორციელებს გენოციდს – რუსეთის ბიუჯეტი ტერორიზმის ბიუჯეტია

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა რუსეთი ომის დროს უკრაინელების წინააღმდეგ გენოციდის განხორციელებაში დაადანაშაულა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შმიგალის თქმით, ის “აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ეს არის გენოციდი უკრაინელი ერის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან”.

უკრაინის პრემიერმა მოუწოდა დასავლეთს, შეწყვიტოს რუსული ნავთობისა და გაზის ყიდვა და დასძინა, რომ აღნიშნული ფული რუსეთის მიერ „ამ გენოციდის“ და დანაშაულების დასაფინანსებლად გამოიყენება.

“რუსეთის ბიუჯეტი არის ტერორიზმის ბიუჯეტი და არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ”, – დასძინა მან.

“ეს სისხლის ფულია, რადგან ამ ფულს იყენებენ იარაღის შესაძენად, საიდანაც უკრაინელებს კლავენ” , – აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img