„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილმა ზურგი შეაქცია ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ ვითარებაზე დაუსვეს კითხვა.
ჟურნალისტის კითხვაზე – თუ რას ფიქრობს ის ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე, დავით სონღულაშვილმა უპასუხა – ეკონომიკასთან დაკავშირებით გაქვთ სხვა კითხვა?“
ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს ამ კითხვის შემდეგ როგორ მიდის დეპუტატი და არ აპირებს ამ თემაზე ისაუბროს.
მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები მას უხსნიან, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, მნიშვნელოვანია, რომ მან თავისი პოზიცია დააფიქსიროს, სონღულაშვილი ამაზე პასუხობს – „შესაბამისი კომიტეტი გაგცემთ მაგაზე პასუხს“.