„პარლამენტზე შტურმის გზით „ბიძიკო“ გმირად ვერ ჩამოყალიბდები“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი Facebook-დან ეხმიანება საქართველოს პარლამენტში, დღეს მიმდინარე პროცესებს – ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის თაობაზე. როგორც თეა წულუკიანი წერს, საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს. მისი თქმით, მისი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის. „სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს! ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის. დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, „ბიძიკო“, – წერს თეა წულუკიანი.
დღეს, პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხზე მსჯელობენ.