09.12.2021
- Advertisement -spot_img

დღეიდან საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა

დღეიდან საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი განახლდა.  შესაბამისი გადაწყვეტილება 24 თებერვალს, კორონავისურის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მიიღო.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, შეწყდება სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები გაიცემოდა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, ყველა სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის ჯანმრთელობა და ბაგა-ბაღების შეუფერხებელი ფუნქციონირება.

ბაგა-ბაღების სააგენტოს ინფორმაიით, ყველა ის  შეზღუდვა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად, კვლავ ძალაში რჩება და ყველა საჯარო თუ კერძო საბავშვო ბაღმა უნდა გაითვალისწინოს. შესაბამისი ინფორმაცია განთავსებულია ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში.

ამასთან, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ, შეწყდება სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტები გაიცემოდა.

თბილისში ამჟამად, 185 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img