09.12.2021
- Advertisement -spot_img

ოპოზიცია დღეს საპროტესტო მსვლელობას და მანიფესტაციას გამართავს

ოპოზიციური პარტიები დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას  მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას გამართავენ.

აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე, დაიწყება, თუმცა იქამდე, 13:00 საათზე ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას სახელწოდებით: „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მოაწყობენ.

15:00 საათზე პარლამენტთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიმართავენ. პოლიტიკური განცხადებების გარდა ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმასაც გააჟღერებს. დაგეგმილია დამატებითი კარვების გაშლაც. ამასთან, მომიტინგეები პარლამენტიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებას და საკუთარი პროტესტის მთავრობის სახლთან დაფიქსირებასაც გეგმავენ.

აქციაზე მხარდამჭერებს რეგიონებიდანაც ელოდებიან, თუმცა როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით დაწესებული რეგულაციების, მათ შორის ტრანსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, რეგიონებიდან მხარდამჭერთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი ჩამოვა და არ მოხდება მათი სრული მობილიზაცია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img