19.04.2024
- Advertisement -spot_img

დღეს საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

საბიუჯეტო თანხების მითვისების საქმეზე ბრალდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე გაიმართება.

სააკაშვილის უფლებადამცველების ინფორმაციით, პატიმარი მზად არის დანიშნულ პროცესს დაესწროს. ადვოკატები განმარტავენ, რომ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის ყველანაირი სამართლებრივი პროცედურული საფუძველი არსებობს.

ცნობისთვის, ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img