24.04.2024
- Advertisement -spot_img

დღეს თბილისში, მაჭავარიანის ქუჩა ხვალ ორმხრივად გაიხსნება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოების ძირითადი ეტაპი სრულდება.  მათივე ცნობით, უკვე დასრულდა მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მთავარი ნაწილიც.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას თქვა, მაჭავარიანის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დღეს, დღის მეორე ნახევრიდან აღდგება.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გამაგრებითი სამუშაოები, რათა აქ გადაადგილება უსაფრთხო ყოფილიყო. მეწყერულ ზონებთან დაკავშირებული, მსოფლიოში არსებული ყველა მაღალი დონის ტექნოლოგია იქნა გამოყენებული. რაც მთავარია, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხოა. ხვალ საღამოდან გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ გუშინ ვიდეომიმართვისას.

ამჟამად მოწყობილია ასფალტის საფარის ქვედა ფენები, გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გზის ზედა ფენაც დაიგება. გარდა ამისა, მაჭავარიანის ქუჩაზე უახლოეს მომავალში ლედ განათების სისტემაც დამონტაჟდება.

მიმდინარე სამუშაოები, მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმაც დაათვალიერა. მისი თქმით, აღნიშნულ არეალში გადაადგილება სრულებით უსაფრთხოა.

„მეწყერული პროცესის გააქტიურებისთანავე შევქმენით კომისია, რომელიც დარგის სპეციალისტებისგან დაკომპლექტდა. დღეს გვქონდა კომისიის გასვლითი შეხვედრა ადგილზე და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს გზა გადაადგილებისთვის უსაფრთხოა. ყველანაირი გაზომვებით და მონაცემებით, სტაბილური მდგომარეობაა და მეწყერის ტანი აღარ გადაადგილდება“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img