23.04.2024
- Advertisement -spot_img

დიდ ბრიტანეთში 12-15 წლის მოზარდებში ფაიზერის გამოყენება დასაშვებად ცნეს

BBC- ის ინფორმაციით ბრიტანეთის მარეგულირებელმა “ფაიზერის” ვაქცინის გამოყენება 12-15 წლის მოზარდებში დაუშვა.

გამოცემის ცნობით, მარეგულირებლის კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ამ ასაკის ბავშვებში ვაქცინის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტურია, და მისი დადებითობა რისკებს აჭარბებს. 

რეგულირების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი დოქტორ ჯუნ რეინი აცხადებს, რომ 12-15 წლის მოზარდებისთვის ვაქცინის უსაფრთხოება მკაცრად გაკონტროლდება.

აქამდე, ამ პრეპარატით 16 წელს ზემოთ პირების აცრა იყო დაშვებული. ეს გადაწყვეტილება ემყარება ფაიზერის კლინიკურ კვლევას, რაშიც 2 260 12-15 წლის მოზარდი მონაწილეობდა. კვლევამ ამ კატეგორიაში 100%-იანი ეფექტიანობა აჩვენა – არცერთი ვაქცინირებული მოზარდი არ დაინფიცირებულა კორონავირუსით. 

მანამდე ​ფაიზერის ვაქცინის გამოყენება 12-15 წლის მოზარდებში აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ დაუშვა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img