23.11.2024

დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების გაორმაგებას გეგმავს

დიდი ბრიტანეთი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების რაოდენობის გაორმაგებას განიხილავს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა.

როგორც BBC-ი წერს, პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ აღნიშნული „კრემლს მკაფიო გზავნილს გაუგზავნის“.

ბორის ჯონსონის თქმით, დიდი ბრიტანეთი არ მოითმენს რუსეთის „დესტაბილიზაციას და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ნატოს მოკავშირეებთან ერთად“ .

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „თუ პრეზიდენტი პუტინი აირჩევს სისხლისღვრისა და ნგრევის გზას, ეს იქნება ევროპის ტრაგედია. უკრაინა თავისუფალი უნდა იყოს საკუთარი მომავალის არჩევაში.

დიდ ბრიტანეთს 900-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს ესტონეთში, 100-ზე მეტი უკრაინაში, როგორც სასწავლო მისიის ნაწილი, ხოლო 150 -კაციანი ჯგუფი ჰყავს პოლონეთში.

ჯარების რაოდენობის გაზრდის გარდა, გეგმა შესაძლოა მოიცავდეს ესტონეთში თავდაცვითი იარაღის გაგზავნას. დიდმა ბრიტანეთმა ნატოს მოკავშირეების დასაცავად ასევე შეიძლება გაგზავნოს სწრაფი თვითმფრინავები, ხომალდები და სამხედრო სპეციალისტები.

მედიის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარს გამართავს.

წყარო.interpressnews.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img