23.11.2024

დიდი ბრიტანეთი მოსახლეობას აფრთხილებს რომ ვაქცინის მომარაგებაში შეფერხება აქვთ

დიდი ბრიტანეთის მთავარი ინფექციონისტი 50 წელს გადაცილებულ მოსახლეობას მოუწოდებს აცრისკენ,  ვიდრე ვაქცინის მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო დროებით დაიხურება ვაქცინაციის ცენტრები. ამის შესახებ ბრიტანული დეილი მეილი წერს. პროფესორი სტეფან ფოვისი იმ ადამიანებს მიმართავს ვისაც ჯერ კიდევ არ მიუღია პირველი ვაქცინა, რომ შემდეგი რამდენიმე დღე გამოიყენონ დარეგისტრირდნენ და გაიკეთონ აცრა.

დიდ ბრიტანეთში ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა 28 327 873 ადამიანმა. 2,363,684  კი სრული ვაქცინა (ორი დოზა). მხოლოდ გუშინ 325,650 ადამიანი აიცრა.

ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადების შემდეგ რომ ვირუსის შემთხვევების მომატების გამო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ექსპორტი ინდოეთიდან დროებით შეჩერდა, ამ გადაწყვეტილებამ  პრობლემები შეუქმნა რამდენიმე სახელმწიფოს მათ შორის დიდ ბრიტანეთს.

ინდოეთმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო რაც ქვეყანაში კოვიდის ახალი სახეობა, “ორმაგი მუტანტი” აღმოაჩინეს, დაინფიცირების ორმაგად ძლიერი უნარით.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img