16.10.2024
- Advertisement -spot_img

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო – რუსეთი სახმელეთო შეტევის რაკეტების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთი სახმელეთო შეტევის რაკეტების „კრიტიკულ დეფიციტს“ განიცდის.

„დონბასში უკრაინული ძალები აგრძელებენ უგლეგორსკის თბოელექტროსადგურზე თავდასხმის რუსეთის მცდელობების აღკვეთას. რუსული არტილერია ფოკუსირებულია ქალაქების კრამატორსკისა და სივერსკის მიმდებარე ტერიტორიებზე,“ – აღნიშნულია უწყების ანგარიშში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსეთი სახმელეთო შეტევის რაკეტების კრიტიკული დეფიციტის გამო თვითმფრინავებისა და რაკეტების შორ მანძილზე ჩამოგდებისთვის განკუთვნილ საჰაერო თავდაცვის სისტემებს იყენებს.

„რუსეთმა გაზარდა საჰაერო თავდაცვის რაკეტების გამოყენება მეორადი სახმელეთო შეტევის რეჟიმში, სახმელეთო შეტევის რაკეტების კრიტიკული დეფიციტის გამო.

რუსეთმა, შეჭრის დაწყებიდან, თითქმის დანამდვილებით განათავსა უკრაინის მახლობლად. S-300 და S-400 ტიპის სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც შექმნილია თვითმფრინავებისა და რაკეტების შორ მანძილზე ჩამოგდებისთვის.

ამ იარაღს აქვს შედარებით პატარა ქობინი, რომელიც განკუთვნილია თვითმფრინავების განადგურებისთვის. მათ შეუძლიათ მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნან ჯარს ღია და მსუბუქ შენობებში, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეაღწიონ გამაგრებულ სტრუქტურებში.

დიდია შანსი, რომ ამ იარაღმა ააცილოს სამიზნეებს და გამოიწვიოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, რადგან ეს რაკეტები არ არიან ოპტიმიზირებული ამ დანიშნულებისთვის“, – აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img