13.10.2024
- Advertisement -spot_img

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ გამოაცხადა. მათ შორისაა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „შიდა წრე“. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, სანქცირებულთა შორის არის ვლადიმერ პოტანინი, რომელსაც დიდი ბრიტანეთის მთავრობა მოიხსენიებს, როგორც რუსეთის მეორე ყველაზე მდიდარ ადამიანს, რომლის ქონებაც დაახლოებით 16 მილიარდ დოლარს შეადგენს და იგი „კრემლის მთავარი მხარდამჭერია“.

ამასთან, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააკისრა პუტინის ბიძაშვილ ანნა ცივილევასაც. დიდი ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ ცივილევამ და მისმა მეუღლე სერგეი ცივილევმა პუტინთან ურთიერთობით „მნიშვნელოვნად ისარგებლეს“.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი სანქციებს უწესებს რუს მოქალაქეებსა და კომპანიებს, რომლებიც სირიაში, ასადის რეჟიმს მხარს უჭერენ.

„სანამ პუტინი უკრაინაზე საზიზღარ თავდასხმებს აგრძელებს, ჩვენ გამოვიყენებთ სანქციებს, რათა რუსული ომის მანქანა დავასუსტოთ. დღევანდელი სანქციები აჩვენებს, რომ არავინ და არაფერი არის განხილვის მიღმა, მათ შორის, პუტინის შიდა წრე“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსპიკერმა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დასძინა, რომ ომის დაწყების დღიდან სანქციები 1000 ადამიანსა და 120 ბიზნესს დაუწესა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img