16.01.2025

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთში 350 კომპანიასა და ფიზიკურ პირს, მათ შორის მედვედევს, შოიგუს და მიხაილ ფრიდმანს სანქციები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები რუსეთში კიდევ 350 ფიზიკურ პირსა და კომპანიას დაუწესა, – ინფორმაციას sky news ავრცელებს.

იმ პირებს შორის, რომლებსაც დაემუქრებათ აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა, არიან: ანდრეი მელნიჩენკო: სასუქების მწარმოებელი EuroChem Group-ისა და ქვანახშირის კომპანიის SUEK-ის დამფუძნებელი;

პეტრ ავენი: ვლადიმერ პუტინის ახლო წრის წევრი და რუსეთის უმსხვილესი კომერციული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი;

მიხაილ ფრიდმანი: რუსი მილიარდერი და Alfa-Group-ის თანადამფუძნებელი;

სერგეი შოიგუ: რუსი პოლიტიკოსი და არმიის გენერალი, რომელიც 2012 წლიდან რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს;

დიმიტრი მედვედევი: რუსი პოლიტიკოსი, რომელიც მსახურობს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img