23.04.2024
- Advertisement -spot_img

დიმიტრი გვრიტიშვილი -მოსამართლეთა აღქმით, პარტნიორები ურთიერთობის პრინციპებს არღვევენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, მოსამართლეებმა მოამზადეს ერთობლივი მიმართვა, რომლითაც “კიდევ ერთხელ აპროტესტებენ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფისთვის წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას”.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გვირიტიშვილმა თქვა, რომ მოსამართლეთა კორსპუსის აღქმაში, “სტრატეგიული პარტნიორების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს”.

“რამდენიმე მოსამართლისა და მოსამართლეთა კორპუსის აღქმაში, როგორც ჩანს, არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების ქმედებები არ შეესაბამება დემოკრატიულ, სამართლებრივ, სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს”, – თქვა გვრიტიშვილმა.

რაც შეეხება მის პირად მოსაზრებას, გვირიტიშვილი ამბობს, რომ პოზიცია მიმართვაზე ხელმოწერით დააფიქსირა, წერილის ელექტრონული ვერსია კი უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.

მისივე თქმით, მიმართვაში დაფიქსირებულია მოთხოვნა “ყველას მიმართ”, ვინც ჩართულია პოლიტიკურ-სამართლებრივ დისკუსიებში, აფიქსირებს საკუთარ მოწოდებებს და ულტიმატუმების ენით საუბრობს, შეწყვიტონ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობაში ჩარევა და მისი ხელყოფის მცდელობა.

ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ პარლამენტი ვალდებულია, შეაჩეროს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი, როგორც ეს გათვალისწინებულია 19 აპრილის შეთანხმებით. 

დეგნანის განცხადებით, შეთანხმება ითვალისწინებს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას გამჭვირვალე რეფორმების ჩატარებამდე.

მოწოდებების მიუხედავად, 17 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნად წარდგენილ 9 მოსამართლეს მხარი დაუჭირა – მოსამართლეთა სია დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img