13.06.2021
- Advertisement -

დმანისში ახალგაზრდები ერთმანეთს თავს ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით დაესხნენ

ქალაქ დმანისში ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” დაპირისპირების ამსახველი კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს ჯოხებითა და ბეისბოლის ბიტებით შეიარაღებული ახალგაზრდების ჯგუფი, სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს რამდენიმე მოქალაქეს, არიან სასტიკად ნაცემები, დაზიანებულია მაღაზია და ავტომობილი. 

ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით, დაპირისპირება ქალაქ დმანისში 9 აპრილის ქუჩაზე, ადგილობრივ აზერბაიჯანულ თემსა და სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შორის მოხდა.

დმანისის მერის ინფორმაციით, საქმეში ჩართულია პოლიცია. მისივე განცხადებით, სავარაუდოდ, არიან დაშავებულები, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.

გიორგი ტატუაშვილის თქმით, ამ დროისთვის ქალაქში სიმშვიდეა. ინციდენტი კი დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.

“დაპირისპირების კადრები ვნახე. პოლიცია არის ჩართული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაპირისპირების შემდეგ, კადრებშიც ჩანს, რომ ხალხო დაიშალა, მას შემდეგ არავინ ყოფილა. სავარაუდოდ, დაშავებულები იქნებიან, მაგრამ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება. ახალგაზრდებს შორის მოხდა კონფლიქტი, ვიღაცას ეტყობა აწყობს, რომ სპეკულაცია გააკეთოს ეთნიკურ, ან კუთხურ ნიადაგზე. ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. ახალგაზრდებს შორის მოხდა დაპირისპირება. სამართალდამცველები მიხედავენ. ამ დროისთვის ქალაქში სიმშვიდეა”,- აღნიშნავს დმანისის მერი.

- Advertisement -

უახლესი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამავლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის

აშშ საქართველოს ხელისუფლებას მადლობას უხდის აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სომხეთის 15 მოქალაქის გათავისუფლებაზე მიღწეული შეთანხმების ფასილიტაციაში გაწეული "სასიცოცხლო ძალისხმევისთვის". “ამერიკის შეერთებული...
- Advertisement -

მსგავსი სტატიები

- Advertisement -