29.03.2024
- Advertisement -spot_img

დონალდ ტრამპი Google-ს, Twitter-ს და Facebook-ს სასამართლოში უჩივის

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Google-ს, Twitter-ს და Facebook-ს ცენზურაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის.

დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ კომპანიები კონსერვატიულ იდეებს უკანონოდ ახშობენ.

სარჩელით ტრამპი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მის წინააღმდეგ ცენზურის შეწყვეტას მოითხოვს. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ, თუ კომპანიებს შეუძლიათ პრეზიდენტს შეუზღუდონ სოცმედიით სარგებლობა, იგივე ყველას შეიძლება გაუკეთონ.

სარჩელთან დაკავშირებით კომპანიებს ჯერ ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ტრამპის სარჩელს აკრიტიკებენ სამართლის ექსპერტები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ტრამპს სასამართლოში სარჩელი ხშირად მედიის ყურადღების მისაქცევად შეაქვს, თუმცა უშუალოდ სასამართლო პროცესზე აქტიურად არ იცავს თავის პოზიციას. ტრამპის მთავარი არგუმენტი ეხება აშშ-ს კონსტიტუციის პირველ მუხლს, რომელიც სიტყვის თავისუფლებას იცავს, თუმცა სოციალურ მედიაკომპანიებს იმავე მუხლით აქვთ უფლება, განსაზღვრონ, რა კონტენტი განთავსდება მათ საიტებზე.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელებში მას შემდეგ დაბლოკეს, რაც 2021 წლის 6 იანვარს, მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და კონგრესში არჩევნების შედეგების დამტკიცების პროცედურის ჩაშლა სცადეს. ამ დღეს ტრამპმა ასობით მხარდამჭერს მიმართა და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არჩევნები გაყალბდა, მიუხედავად იმისა, რომ ხმების გადათვლამ და სასამართლო გადაწყვეტილებებმა მისი ვარაუდები ვერ გაამტკიცა.

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები თავდასხმაზე პასუხისმგებლობას დონალდ ტრამპს აკისრებენ და ამბობენ, რომ სწორედ მან უბიძგა მხარდამჭერებს შევარდნილიყვნენ კაპიტოლიუმში. ყოფილ პრეზიდენტს რამდენიმე რესპუბლიკელი თანაპარტიელი და მინისტრიც გაემიჯნა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img