20.04.2024
- Advertisement -spot_img

დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი – აფეთქებები ქაბულის აეროპორტში მხოლოდ დასაწყისია

აფეთქებები ქაბულის აეროპორტში მხოლოდ დასაწყისია, – ამის შესახებ ტელეკომპანია „ბიბისისთან“ ისაუბრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ჰერბერტ მაკმასტერმა.

გენერალმა მაკმასტერმა, რომელიც ავღანეთშიც მსახურობდა თქვა, რომ „აშშ-მა აირჩია ავღანეთიდან გასვლა ყველა შესაძლო შედეგის მიუხედავად“. მისივე თქმით, ის, რაც ქაბულის აეროპორტში ხდება, „ტერორისტებისადმი დანებების შედეგია“.

„შესაძლოა, ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საკუთარი თავის მოტყუება, რომ ეს ჯგუფები განცალკევებულები არიან და ვაღიაროთ, რომ ისინი დაკავშირებულები არიან და ის, რასაც დღეს ვადევნებთ თვალს, არის ტერორისტების, ჯიჰადისტების სახელმწიფოს ჩამოყალიბება ავღანეთში. შედეგად კი ჩვენ ყველა გაცილებით დიდი საფრთხის წინაშე ვიქნებით“, – განაცხადა ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა.

მისივე თქმით, შარშან გამართული მოლაპარაკებების დროს თალიბანმა დონალდ ტრამპი „გააცურა“.

შეგახსენებთ, რომ ტრამპი ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების 14 თვეში გაყვანას დათანხმდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img