09.12.2021
- Advertisement -spot_img

“დროა” – ხოშტარიამ ახალი პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა

“დროა! ვაჩვენოთ ხელისუფლებას, რომ ვხედავთ, რაც ხდება და არ შევეგუებით. ვამხელ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, მოძალადეებს, გამყალბებლებს, ქურდებს, კლანის წევრებს, ნეპოტიზმს, რუსეთთან კავშირებს და ყველანაირ უსამართლობას, ვამხელ და არ შევეგუები თქვენ არ იქნებით მარტო, ჩვენ უსამართლობასთან მებრძოლ არცერთ ადამიანს არ დავტოვებთ მარტო” –

ევროპული საქართველოს ყოფილმა წევრმა, ელენე ხოშტარიამ პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ დაარსა და ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა. ხოშტარიას თქმით,  ახალი მოძრაობის მთავარი მიზანი იქნება ამხილონ “კორუმპირებული ჩინოვნიკები, მოძალადეები, გამყალბებლები, ნეპოტიზმი, რუსეთთან კავშირები” და აჩვენონ ხელისუფლებას, რომ არსებულ უსამართლობას ხალხი არ შეეგუება.

პარტიის პრეზენტაციას, გუნდისა და გეგმების შესახებ ინფორმაციას, ელენე ხოშტარია საზოგადოებას მარტის ბოლოს წარუდგენს.

ცნობისათვის, ელენე ხოშტარიამ ევროპული საქართველო 28 დეკემბერს დატოვა. მან წასვლის შემდეგ განაცხადა, რომ მეტი თავისუფლებით, სითამამითა და დამოუკიდებლობით, უფრო მეტის გაკეთება შეუძლია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img