16.10.2024
- Advertisement -spot_img

დუგინი – ნაცისტურმა უკრაინულმა რეჟიმმა შვილი მომიკლა, თუმცა ვერ გაგვტეხენ…

რუსი პროპაგანდისტი, ალექსანდრ დუგინი შვილის, დარია დუგინას აფეთქებას “ნაცისტური უკრაინის ტერაქტს” უწოდებს.

დუგინი მომხდართან დაკავშირებით წერილს ავრცელებს და ამბობს, რომ მისი შვილი რუსეთის მტრებმა მოკლეს, თუმცა რუსულ ერს ისინი ვერ გატეხენ.

“როგორც თქვენ ყველამ იცით, ტერაქტის შედეგად, რომელიც ნაცისტურმა უკრაინულმა რეჟიმმა მოაწყო, 20 აგვისტოს პოდმოსკოვიეს ფესტივალიდან დაბრუნების დროს, ჩემს თვალწინ, სასტიკად მოკლეს ჩემი ქალიშვილი, დარია დუგინა. ის იყო მშვენიერი, მართლმადიდებელი გოგო, პატრიოტი, ცენტრალური არხების ექსპერტი, ფილოსოფოსი. მისი გამოსვლები და რეპორტაჟები ყოველთვის იყო შინაარსიანი, არგუმენტირებული და თავშეკავებული. ის არასდროს მოუწოდებდა ძალადობისკენ და ომისკენ. ის იყო ამომავალი ვარსკვლავი.

რუსეთის მტრებმა ის მალულად, ქვეშქვეშურად მოკლეს… მაგრამ ჩვენ, ჩვენს ხალხს ვერ გატეხენ ასეთი აუტანელი დარტყმებითაც კი. მათ სურდათ ჩვენი ნების ჩახშობა სისხლისმღვრელი ტერორით… ისინი საწადელს ვერ მიაღწევენ. ჩვენს გულებს მხოლოდ შურისძიება არ სწყურია. ეს ძალიან მცირეა. ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება. ამას შეეწირა ჩემი ქალიშვილიც. ამიტომ, გთხოვთ, გაიმარჯვეთ!”, – წერს ალექსანდრ დუგინი.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img