24.04.2024
- Advertisement -spot_img

DW – გერმანიამ და აშშ-მა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს

გერმანული გამოცემა “დოიჩე ველეს” ინფორმაციით, გერმანიამ და აშშ-მ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს.

გამოცემის ინფორმაციით, განცხადებას ხელი უკვე მოაწერეს და როგორც ჩანს, ანგელა მერკერის ბოლო ვიზიტი აშშ-ში სწორედ ამ თემის გარშემო შედგა.

როგორც შეთანხმებაში წერია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები აუცილებლად დაწესდება, თუ ის ენერგორესურების გამოყენებით გეოპოლიტიკური გავლენის მოპოვებას შეეცდება.

„თუ რუსეთი შეეცდება ენერგორესურებით გავლენების მოპოვებას, ან გააგრძელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, გერმანია იმოქმედებს დამოუკიდებლად და მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას. აღნიშნული სანქციების მიხედვით,  რუსეთიდან ევროპის ენერგეტიკულ სფეროში ექსპორტის შესაძლებლობები შეიზღუდება, მათ შორის ბუნებრივი აირის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ შეთანხმების მიხედვით, გერმანია და აშშ უკრაინას მილიონ დოლარს გამოუყოფენ, რაც  უკრაინის ენერგოსექტორის რეფორმირებას მოხმარდება.

რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ უკრაინა, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი. ისინი მიიჩნევენ, რომ ახალი გაზსადენის ამოქმედების შედეგად ევროპა კიდევ უფრო მეტად იქნება დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე.

ამავდროულად, გერმანიის კანცლერის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ისა და გერმანიის შეთანხმების გასაჯაროებამდე ანგელა მერკელი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img