20.04.2024
- Advertisement -spot_img

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს ჩვენებას მამუკა ხაზარაძე აძლევს, პროცესზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენებას მამუკა ხაზარაძე აძლევს.

ამასთან, პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიონ.

როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საქმე აბსურდულია და ის პოლიტიკურადაა მოტივირებული.

„მიმდინარეობს ეს აბსურდი და სპექტაკლი, რომლის მიზანი იყო ჩვენი დისკრედიტაცია, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ჩვენი რეპუტაციის გაფუჭება. ასევე, მთავარი მიზანი იყო ანაკლიის პორტის გაფუჭება. სამწუხაროდ, მათ ანაკლიის პორტის ნაწილში მიაღწიეს მიზანს, რეპუტაციის გაფუჭების ნაწილში ვერ მიაღწიეს მიზანს, იმიტომ, რომ ბრალდება, რომელსაც ისინი გვიყენებენ, ბუნებაში არ არსებობს. დღეს, მე პირველად მომეცემა საშუალება, სამი წლის განმავლობაში ამ აბსურდის მოსმენის და ყურების მერე, მოვუყვე სასამართლოს რა მოხდა კონკრეტულად, რატომ არის ეს პოლიტიკურად მოტივირებული და გვედავებიან ისეთ რაღაცას, რაც ბუნებაში არ არსებობს. არანაირი ფულის გათეთრება ბუნებაში არ მომხდარა, ეს არის აბსურდი და ეს მგონი, ყველასთვის ნათელია, იმიტომ, რომ ერთ ტრანზაქციას არ სჭირდება სამი წლის გამოძიება და სასამართლოში სიარული. ძალიან მარტივი ოპერაციაა. თანხა არავის მიუთვისებია, მითუმეტეს არც მე და არც ბადრი ჯაფარიძეს, მითუმეტეს არ მიგვიღია არანაირი არაკანონიერი შემოსავალი. მეტს გეტყვით, არანაირი გათეთრება ანუ შავი წყაროდან თეთრ სისტემაში ფული არ მოხვედრილა, იმიტომ, რომ თანხას არ დაუტოვებია საბანკო სისტემა. ვიმეორებ, ეს არის შეთითხნილი, ბიძინა ივანიშვილის მართული სასამართლო, მიტაცებული სასამართლო და ხელისუფლება. იმიტომ არის ჩვენი ქვეყანა ღარიბი, რომ არ არსებობს სამართალი. ეს არის ნომერ პირველი სიღარიბის განმსაზღვრელი ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ე.წ ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img