”ჩემთვის ბევრჯერ უთქვამთ, როგორ, თავდაცვის მინისტრი იყავი და იქედან არაფერი წამოიღეო? ეს აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი კონცეფციაა ჩემთვის და სწორედ ეს არის ჩემი ძლიერი მხარეც. ამის გარეშე და უამისოდაც არ არსებობს ამოცანა დამესახოს და არ მიმეღწიოს. საამისოდ სულაც არ არის აუცილებელი ბინძური წესებით ცხოვრება. სარკეში რომ ჩავიხედავ, მინდა, იქიდან რომ მიყურებს, ის ადამიანი არ მეზიზღებოდეს, ეს არის ყველაზე მთავარი ჩემს ცხოვრებაში. უნდა ვიყო თავისუფალი ყოველგვარი გარიგებების, უსინდისობის, ტყუილის, ღალატის და მსგავსი ტიპის ამბებისგან. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი.” – ამბობს თავდაცვის ექსმინისტრი თინა ხიდაშელი.
- თავდაცვის ყოფილი მინისტრის გულახდილი ინტერვიუ ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://bit.ly/39gqxnx