28.03.2024
- Advertisement -spot_img

ეკა ბესელია – გახარიამ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ქვეყანაში არ გვაქვს ინსტიტუტები და არაფორმალური მმართველობაა

ეკა ბესელიას შეფასებით, გუშინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა, რომელიც საფრთხეს უქმნის სამომავლოდ ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.

„ვფიქრობ, საკმაოდ მოზომილი იყო, მაგრამ პრაქტიკულად დაადასტურა ის,რომ ქვეყანაში არ გვაქვს ინსტიტუტები, არ არის მმართველობის ჯანსაღი ფორმა და არაფორმალური მმართველობაა, რომელიც საფრთხეს უქმნის ამ ინსტიტუტების ჩამოყალიბებას მომავალშიც. მან ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელზეც მე 2 წლის წინ ვსაუბრობდი, მან დაადასტურა, რომ მმართველი პარტიის შიგნით თავის ფუნქცია არავინ იცის და ისინი ერევიან აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობაში ისე, რომ ეს სცდება მათი უფლებამოსილების ფარგლებს. საუბარია პარტიულ გადაწყვეტილებებზე და არა საკანონმდებლო ორგანოს ქმედებაზე. მივესალმებოდი, რომ პარლამენტს ჰქონოდა ძლიერი საკონტროლო მანდატი. საუბარია იმაზე, რომ პარტია ცდილობს, გავლენა მოახდინოს მთლიანად აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს გადაყვეტილებაზე. ძალიან ზომიერი იყო, მას ბევრი რამ ჯერ არ უთქვამს, შეიძლება ყველაფერი არც არასდროს თქვას, ეტაპობრივად შეიძლება გაცილებით უფრო მეტად გაიხსნას, მაგრამ რაც თქვა, ის ადასტურებს, რომ ქვეყანაში სისტემური პრობლემები გვაქვს, მათ შორის ყველაზე რთული რაც არის,ეს არის არაჯანსაღი მმართველობის სტილი და ინსტიტუტების არარსებობა, რომელიც დემოკრატიას აბსოლუტურად კლავს“, – განაცხადა ბესელიამ ჟურნალისტებთან.

ბესელიას თქმით, გახარიას მიმართ აქტიური შეტევა, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მხრიდან, არასწორია.

„ზოგადად, მგონია, მის მიმართ ასეთი მასიური შეტევა მმართველი პარტიის და ოპოზიციის მხრიდანაც მთლად არ არის საერთო საქმისთვის კარგი, იმიტომ, რომ მე მის ნაბიჯებს საერთო პოლიტიკურ ჭრილში ვუყურებ. მგონია, რომ საჭიროა მისი აქტიურობა იმისთვის, რომ ცვლილებები მალე დადგეს“, – განაცხადა ბესელიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img