20.10.2021
- Advertisement -spot_img

ეკა გიგაური – მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობას „საერთაშორისო გამჭვირვალება – საქართველო“ არ მიიღებს

„საერთაშორისო გამჭვირვალება – საქართველო“ მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალება – საქართველოს“ ხელმძღვანელის ეკა გიგაურის განცხადებით, ჯერ სასამართლო რეფორმა უნდა გატარდეს და შემდეგ უნდა აირჩიონ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები.

„საერთაშორისო გამჭვირვალება – საქართველო“ არც კოალიციურად და არც ინდივიდუალურად არ მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას. ამ პროცესთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი. ჩვენი მოთხოვნაა, ჯერ ჩატარდეს რეფორმა და შემდეგ ჩატარდეს მოსამართლეების არჩევა უზენაეს სასამართლოში.

დღეს რასაც ჩვენ ვხედავთ და რასაც ხელისუფლება აკეთებს, არ არის სიღრმისეული რეფორმა, ეს არის ზედაპირული. ისინი სასამართლოში კონკრეტულ პროცესებს არ აჩერებენ. არამხოლოდ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, არამედ დასავლელი პარტნიორებისგან არის ეს მოთხოვნა, რომ სანამ რეფორმა არ ჩატარდება, გარკვეული პროცესები და მოსამართლეების დანიშვნები გაჩერდეს, რასაც საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს. ეს ძალიან დიდი პრობლემაა“, – განაცხადა გიგაურმა ჟურნალისტებთან.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გოგელიას კლინიკაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ მათ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მაგივრად C ვიტამინი გაუკეთეს

მოქალაქეები ამბობენ, რომ გოგელიას კლინიკაში გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთეს. კლინიკაში მყოფი პაციენტების თქმით, ერთ-ერთს გაუჩნდა ეჭვი, რომ ოთხკომპონენტიანი გრიპის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img