09.12.2021
- Advertisement -spot_img

ეკატერინე დგებუაძე-მოსწავლეების საერთო რაოდენობის 0,01 პროცენტია ინფიცირებული

„2285 სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზე 17 სკოლაა გადასული. ინფიცირების მაჩვენებელი მოსწავლეთა საერთო რაოდენობიდან 0,01 პროცენტს შეადგენს, მასწავლებლებისა და სკოლის მოსწავლეთა საერთო რაოდენობიდან კი 0.1%-ს.“ – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ეკატერინე დგებუაძის თქმით, სამინისტროს ელექტრონულ პორტალზე, თავსდება სკოლების მონიტორინგის შედეგები, რაც საშუალებას აძლევს სამინისტროს გაიგოს თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა სკოლა და რა ხარვეზი არსებობს, რომელიც სკოლამ უნდა გამოასწოროს.

„ჩვენ შევქმენით სკოლებში მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც ჩაშენდა ჩვენს ელექტრონულ პორტალზე. ბრძანებით დაევალა საგანმანათლებლო რესურს ცენტრებს მონიტორინგში მონაწილეობა და ყოველდღიურად მუნიციპალურ დონეზე მიმდინარეობს მონიტორინგის პროცესი. ამაში ჩართულია განათლების სამინისტროს შესაბამისი სამმართველო, ასევე ზოგადი განათლების დეპარტამენტი ყოველ კვირის ბოლოს ამუშავებს ამ მონაცემებს და ჩვენ რეკომენდაციის სახით ვუბრუნებთ სკოლებს, რა გამოწვევების წინაშე იდგა სკოლა და რა ხარვეზები არსებობს, რომელიც სკოლამ უნდა გამოასწოროს.

მოსწავლეების საერთო რაოდენობის 0,01 პროცენტი არის ინფიცირებული დღევანდელი მონაცემებით, მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები – 0.1%, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 17 სკოლა არის გადასული დისტანციურ სწავლებაზე 2285 სკოლიდან და 145 საკლასო ოთახი.

აქვე მინდა განვმარტო, რომ განათლების სამინისტრო არ იღებს გადაწყვეტილებას სკოლა ან საკლასო ოთახი გადავა დისტანციურ სწავლებაზე თუ არა, ამას ადგენს ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრები და სწორედ მათი რეკომენდაციის საფუძველზე ხდება საკლასო ოთახის, კლასის თუ სკოლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა“, – აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.

მინისტრის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საგნის დისტანციურ რეჟიმში გადატანის მოთხოვნა სკოლის 69 პედაგოგმა შეიტანა. „69-მა მასწავლებელმა მიიტანა განაცხადი სკოლაში, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე იმყოფებიან რისკ ჯგუფში და მათი საგანი გადავიდა დისტანციური სწავლების ფორმატზე“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 10 დეკემბერს აინთება, 24 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე, პარლამენტის შენობის წინ 10 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img