24.11.2024

ეკატერინე ტიკარაძე – აუდიტის სამსახური სწავლობს შესაძლო ხარვეზებს NCDC-ში, ასევე რესპუბლიკურში მარაგების მართვას

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აუდიტის სამსახური სწავლობს სავარაუდო ხარვეზებს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მარაგების მართვას რესპუბლიკურ საავადმყოფოში – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამრთულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მთელი ქსელის შესწავლაც, რათა ძებნაში მყოფი მარაგები გაკონტროლდეს. 

“აუდიტის სამსახურს მოკვლევა არ დაუსრულებია, პროცესშია. ის სწავლობს იმ არსებულ სავარაუდო ხარვეზებს, რომლებიც, შესაძლოა, იყო დაავადების კონტროლის ცენტრში, ასევე, ის სწავლობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მიმდინარე მარაგების მართვას, თუმცა ჩვენ მივიჩნიეთ, რომ მნიშვნელოვანია ასევე ქსელის სრული შესწავლა, რათა გაკონტროლებული იყოს ყველა ის მარაგი, რომელიც დღესდღეობით არის ძებნაში. მას შემდეგ, რაც აუდიტის სამსახური დაასრულებს მოკვლევას, ჩემი თხოვნით, ის საზოგადოებას თვითონ გააცნობს დასკვნას”. – თქვა ტიკარაძემ. 

ცნობისათვის, მოქალაქეებმა, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით უკვე აიცრნენ, მათ შორის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მეორე დაჯავშნილი დოზა ვერ მიიღეს. 21 ივნისს, ვაქცინაციამდე 1 დღით ადრე, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რომ ჯავშანი შეჩერებულია. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img