24.04.2024
- Advertisement -spot_img

ეკატერინე ტიკარაძე – ეპიდვითარება არის რთული და საყურადღებო

ვაქცინაციის გააქტიურებასთან ერთად, მთავრობა მასობრივ ადგილებში ვაქცინაციის დაწყებას შეძლებს, რაც შეეხება ეპიდვითარებას, ის არის რთული და საყურადღებო – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის თმით, ამ პროცესისთვის არჩეული იქნება 4 დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია.

„ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ აღიარებასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ „სინოფარმი“ არის უფრო მეტად დაწინაურებული ვაქცინა, თუმცა, ამ ეტაპისთვის განხილვის საგნად დგას ორივე ვაქცინის ავტორიზაცია და, რა თქმა უნდა, ეს მედიისთვისაც გახდება ცნობილი. რაც შეეხება ეპიდვითარებას, ის არის რთული და საყურადღებო. ტარდება ყველა ღონისძიება, რომელიც დაგვეხმრება ეპიდვითარების სწორ მართვაში, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა როგორც ვაქცინაციის პროცესში, ასევე პირბადის მოხმარების კუთხით. მზაობა სექტორში არის მაქსიმალური, ეტაპობრივად ვახდენთ მობილიზებას იმ საწოლფონდის, რისი რესურსიც სისტემას აქვს. ასევე, მობილიზებულები არიან ექიმებიც და ის სასტუმრო-კლინიკებიც, რომელთაც კარგი პრაქტიკა აქვთ. აქტიურად მუშაობს ონლაინ-კლინიკა, რომელიც ბინაზე მართავს პაციენტებს. მნიშვნელოვანია აღინიშოს, რომ ამ კვირის განმავლობაში ჩვენ შევძელით და მივაღწიეთ დღიური ვაქცინაციის მაჩვენებლის იმ ნიშნულს, რომელიც კალენდრითაც იყო განსაზღვრული – 3 000 ვაქცინირებულს დღეში, გუშინ და გუშინ წინ გვყავდა 3000-ზე მეტი პაციენტი, რომელთაც ვაქცინაცია წარმატებით ჩაიტარეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. აცრილია 55 ათასზე მეტი მოქალაქე, ორმაგი ვაქცინით უკვე 9 ათასზე მეტი მოქალაქე. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი აკრეფს იმ საჭირო სიჩქარეს, როცა ჩვენ უკვე მასობრივ ადგილებში შევძლებთ ვაქცინაციის პროცესის დაწყებას, როგორც ეს დასავლეთისა და ევროპის ქვეყნებშია. დამატებით მიმდინარეობს ყველანაირი მზადება, არჩეული იქნება 4 დიდი პუნქტი, სადაც მოეწყობა სივრცეები და დაიწყება ვაქცინაცია. რაც შეეხება „კომენდანტის საათის“ მოხსნას, ამის რესურსი ამ ეტაპზე არ არსებოს, ვინაიდან გვაქვს მოლოდინი, რომ მესამე ტალღის პიკი იქნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img