20.04.2024
- Advertisement -spot_img

ეკატერინე ტიკარაძე – ერთი მილიონი „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს. ვიცით, როდის იქნება „ფაიზერიც“

მილიონი დოზა ვაქცინა – ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი დოზა „სინოვაკი“ უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, მინისტრის განცხადებით, ცნობილია თუ როდის შემოვა ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინა, თუმცა ზუსტ თარიღს გაუთქმელობის ხელშეკრულების გამო ვერ ასახელებს.

„მწარმოებელთან გარკვეული მოლაპარაკების საფუძველზე, რაც გულისხმობს გაუთქმელობის ხელშეკრულებას, ჩვენ უფლება არ გვაქვს დავასახელოთ მნიშვნელოვანი დეტალები. ხოლო იმ მწარმოებლებთან მიმართებით, სადაც კონფიდენციალურობის დაცვა სავალდებულო არაა, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მილიონი დოზა ვაქცინა – ნახევარი მილიონი „სინოფარმი“ და ნახევარი მილიონი დოზა „სინოვაკი“ უკვე კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს, შესაბამისად, შემდეგი კვირის დასაწყისიდან ამ ვაქცინებით შეგვიძლია დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია.

ასევე, ჩვენ უკვე დადასტურებულად ვიცით, როდის იქნება საქართველოში „ფაიზერი“ და შესაბამისად, „ფაიზერიც“ ჩაერთვება მასობრივი ვაქცინაციის პროცესში. მილიონი დოზა „ფაიზერი“ შემოვა. იქნება მისი ეტაპობრივი მოწოდება და ეს ჩვენი ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გახდება“,- განაცხადა ტიკარაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img