24.11.2024

ეკატერინე ტიკარაძე – მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, “მწვანე პასპორტის” უვადობას არ ვემხრობი

მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, “მწვანე პასპორტის” უვადობას არ ვემხრობი, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მინისტრის თქმით, მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით ყველა შესაძლო ცვლილება განიხილება, თუმცა ეს საჭიროებებიდან გამომდინარე მოხდება.

“ვერ ვიტყვი იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, რომლებიც მთავარი უწყებები არიან და იძლევიან რეკომენდაციებს ამ მიმართულებით, სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგრამ აქ არსებობს სხვა საფუძველიც. ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორად და უსაფრთხოდ დაინერგოს “მწვანე პასპორტები”, თუმცა გარკვეული გამოწვევების შედეგად მასთან მიმართებაში რეგულაციები შეიცვლება. კერძოდ, განიხილება ყველა სახის ცვლილება დამდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე, რასთან დაკავშირებითაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებით რეკომენდაციებს წარუდგენს საბჭოს. მე, როგორც ჯანდაცვის მინისტრი, “მწვანე პასპორტის” უვადობას არ ვემხრობი,” – განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, „მწვანე პასპორტები“ საქართველოში 1 დეკემბრიდან ამოქმედდა და ყველა კოვიდგადატანილ ადამიანს ის უვადოდ მიენიჭა. “მწვანე პასპორტის” წარდგენის გარეშე პირს ცალკეულ ობიექტებზე შესვლა ეზღუდება.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img