20.04.2024
- Advertisement -spot_img

ეკატერინე ტიკარაძე – მედიკამენტების საკითხი ძალიან მტკივნეულია და სახელმწიფო, როგორც ჩვენი მოქალაქეები, გარკვეულწილად, იქცა ამ ფასების მძევლად

მედიკამენტების საკითხი ძალიან მტკივნეულია და სახელმწიფო, როგორც ჩვენი მოქალაქეები, გარკვეულწილად, იქცა ამ ფასების მძევლად – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით სამომავლო გადაწყვეტილებები, შესაძლოა, მტკივნეული იყოს რამდენიმე კომპანიისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან სასარგებლო მოქალაქეებისთვის.

“მედიკამენტების საკითხი ძალიან მტკივნეულია და სახელმწიფო, როგორც ჩვენი მოქალაქეები, გარკვეულწილად, იქცა ამ ფასების მძევლად; აქ მნიშვნელოვანია ცოტა უფრო მეტად, ალბათ შეიძლება, უფრო მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღებაც. ეს გადაწყვეტილებები, შესაძლოა, მტკივნეული იყოს რამდენიმე ერთეულისთვის, თუმცა ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. იმედია, ამ ბრძოლაში, რომელსაც აუცილებლად დავიწყებ, საზოგადოება დამიჭერს მხარს, ვინაიდან ეს არ არის მარტო ჩემი ბრძოლა, ეს ჩვენი ერთობლივი მიზანია, იმისათვის რომ აღსდგეს სამართლიანობა და მედიკამენტზე, რომლის ღირებულებასაც სახელმწიფო ფარავს და საკმაოდ დიდია ამ მიმართულებით ბიუჯეტი, ერთხელ და სამუდამოდ მოხდეს ფასის შეთანხმება ერთი წლით მაინც.

ფარმაცევტულ სექტორსა და სახელმწიფოსა შორის ყოველთვიური ვაჭრობა არ უნდა წარიმართოს, რითაც  შემდეგ ისინი ქმნიან გარკვეულ დეფიციტს და ჩვენ ყოველთვიურად გვიწევს გარკვეული ახსნა-განმარტებების მიცემა, მედიის საშუალებით, საზოგადოებისთვის და თავის მართლებაც. ამ მიმართულებით თავი სამართლებელი არ გვაქვს, უბრალოდ, საჭიროა, გადაიდგას მეტად უფრო თამამი ნაბიჯები და ეს ნაბიჯებიც არ არის დამანგრეველი, ვინაიდან მთელი ევროპის ბაზარი ასე რეგულირდება”. – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img