19.04.2024
- Advertisement -spot_img

ეკატერინე ტიკარაძე – Pfizer-ითა და Astrazeneca-თი აიცრებიან კლინიკებში, ჩინური ვქცინებით კი, აცრის ცენტრებში

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, Pfizer-ითა და Astrazeneca-თი აცრა მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, ხოლო ჩინური ვაქცინებით აცრიან ვაქცინაციის ცენტრებშიც.

“Pfizer-ის ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა, ცალსახად, მხოლოდ კლინიკებში იქნება; ეს გარკვეული უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია. ასევე Astrazeneca-ის ვაქცინის მიმართებით ხელმისაწვდომობა მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი, ხოლო ჩინური ვაქცინებით, Sinopharm-ითა და Sinovac-ით აცრა – დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში”. – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

ამასთან ერთად, ამცრელი ცენტრი თბილისში უკვე არსებობს ჰუალინგის სახით. დამატებით, მინისტრის თქმით, გაიხსნება ლილოს დასახლებაშიც.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გასულ კვირას თქვა, რომ ივლისის პირველ კვირაში საქართველოში შემოვა Pfizer-ის ვაქცინა და ასევე ორი ჩინური ვაქცინა: Sinovac-ი და Sinopharm-ი. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img