18.01.2025

ეკატერინე ტიკარაძე – ქვეყანაში შეზღუდვების გასამკაცრებლად, ამ დროისთვის, ობიექტური მიზეზი არ არსებობს

„ქვეყანაში შეზღუდვების გასამკაცრებლად, ამ დროისთვის, ობიექტური მიზეზი არ არსებობს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „იმედთან” განაცხადა.

ამასთან ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ იგეგმება დამატებითი წამახალისებელი ღონისძიებების შემოღება.

„დღევანდელი ინფორმაციით, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი გახლავთ 1.32, ერთი კვირის წინ ეს მაჩვენებელი იყო 1.72. ვინაიდან ჩვენ ვაკვირდებით, რომ კოეფიციენტმა დაიწია, აქედან გამომდინარე, ჩნდება მოლოდინი, რომ შემდეგი კვირის ბოლოს აბსოლუტურ რიცხვში გვექნება დაბალი მაჩვენებლები. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ საფუძველს იმისა, რომ დაწესდეს რამე დამატებითი შეზღუდვები.

გარკვეულ წამახალისებელ ღონისძიებებზე ვმსჯელობთ, რომელიც სხვადასხვა ჯგუფისთვის იქნება შერჩეული“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img