20.04.2024
- Advertisement -spot_img

ეკატერინე ტიკარაძე – საქართველოში წამლის ეროვნული ლაბორატორია იქმნება

საქართველოში წამლის ეროვნული ლაბორატორია შეიქმნება, სადაც როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხს შეისწავლიან – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგენისას განაცხადა.

“ამ დრომდე მედიკამენტების ხარისხის შემოწმებისთვის ჩვენ გვიწევს ევროპის ლაბორატორიებისთვის მიმართვა, რაც მნიშვნელოვანი ბარიერია მედიკამენტების ხარისხის უწყვეტი კონტროლისთვის. წამლის ლაბორატორიის შექმნისთვის უკვე მობილიზებულია შესაბამისი ბიუჯეტი და ინფრასტრუქტურა. მედიკამენტების ხარისხი, უსაფრთხოების და ეფექტურობის გარდა, ფასის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.

ზემოხსენებული კონტროლის პროცესები იქნება მაქსიმალურად ინტენსიური და გამჭვირვალე, რათა საბოლოოდ დასრულდეს კულუარული ლობირება, რომელიც სრულებით არ ემსახურება ჩვენი მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს”, – განაცხადა ტიკარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მინისტრის განცხადებით, დაწესებულებებისთვის შემუშავდება საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ხარისხის კრიტერიუმები, რომელთა აღსრულების კონტროლი ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა ბოლო ათწლეულის მანძილზე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ჩვენს კრიტიკულ გამოწვევად რჩება სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხი. ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა.

ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართულ რიგ ცვლილებებს. ვგეგმავთ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ინსტიტუციურ გაძლიერებას, რათა მათ გაზრდილი მანდატით შეძლონ ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სისტემური კონტროლი. “- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img