29.03.2024
- Advertisement -spot_img

ეკატერინე ტიკარაძე – საქართველოში ვაქცინის დამატებითი დოზები მაისში შემოვა – „ჯერ ასტრაზენეკა“ შემდეგ კი, გვაქვს მოლოდინი, რომ „ფაიზერი“

ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს „ფაიზერთან“, ვაქცინების პირდაპირ მოწოდებასთან დაკავშირებით. შეთანხმება ერთ მილიონ დოზაზე მიღწეულია და ამ ეტაპისთვის ჩვენ ვმუშაობთ დოზების და თარიღების დადგენაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ვაქცინების შემდეგ პარტიას მაისიდან მიიღებს.

„პორტალმა გვიჩვენა, რომ „ფაიზერზე“ და „მოდერნაზე“ განსაკუთრებული სანდოობა და მოთხოვნაა საზოგადოების მხრიდან, მაგრამ ასევე ჩვენ ვაკვირდებით, რომ მესამე ადგილზეა „ასტრაზენეკა“, რაც მიუთითებს სახელმწიფოს სწორ გადაწყვეტილებას „ასტრაზენეკასთან“ მიმართებაში. აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ თვის ბოლოს შემოვა „ასტრაზენეკას“ შემდეგი მოცულობა საქართველოში – 50 ათასამდე დოზა. შემდეგი დოზა შემოვა მაისში, ეს გადაწყვეტილება მიიღო „კოვაქსპლატფორმამ“ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ვიცით თითოეულ ვაქცინას აქვს მოკლე ვარგისიანობის ვადა და მნიშვნელოვანია ვადით დაცული ვაქცინები შემოვიდეს ქვეყანაში.

ასევე, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს „ფაიზერთან“, ვაქცინების პირდაპირ მოწოდებასთან დაკავშირებით. შეთანხმება ერთ მილიონ დოზაზე მიღწეულია და ამ ეტაპისთვის ჩვენ ვმუშაობთ დოზების და თარიღების დადგენაზე, რომლითაც „ფაიზერი“ საქართველოს მოაწვდის დათქმულ და შეთანხმებულ დოზებს. რაც შეეხება „მოდერნას“, მასთან მიმართებაში მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა, ამ ეტაპისთვის საზოგადოებას ვერ მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას“, – განაცხადა ტიკარაძემ და დასძინა: „ჯერ ასტრაზენეკა“ შემოვა, შემდეგ გვაქვს მოლოდინი, რომ შემოვა „ფაიზერი“.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი ვარაუდობს, რომ „სინოფარმთან“ დაკავშირებით საზოგადოების დამოკიდებულება ვაქცინის მიერ აკრედიტაციის მიღების შემდეგ შეიცვლება.

„სინოფარმთან“ მიმართებაში არ არის მოულოდნელი შედეგი, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი საჯარო კვლევა, რომელიც პორტალზე დაიდო, თუმცა, მსგავს კვლევებს არაერთს ვატარებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროცესი გამჭვირვალე იყოს, სწორედ აქედან გამომდინარეა შექმნილი ეს პორტალი, რომ საზოგადოებამაც ნახოს, რა არის ის მოთხოვნა, რაც საზოგადოებაში არსებობს.

„სინოფარმთან“ მიმართებაში ვიცით, რომ ის არის მოლოდინის ფურცელზე, სანამ მიიღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას. თუმცა, რადგან „სინოფარმი“ წარმოადგენს ტრადიციულ მეთოდზე შექმნილ ვაქცინაც, მის მიმართ მოთხოვნა და სანდოობა არის საკმაოდ მაღალი. ის, რომ დღესდღეობით არის ბოლო პოზიციებზე, გამომდინარეობს იქედან, რომ მას არ აქვს ამ ეტაპისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაცია. დარწმუნებულები ვართ, მისი პოზიციები აკრედიტაციის მიღების შემდეგ დაწინაურდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img