24.07.2021
- Advertisement -spot_img

ეკატერინე ტიკარაძე სავარაუდოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება

„მე შევპირდი მოსახლეობას, რომ გავიკეთებ ვაქცინას.  მე ავიცრები, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკათი“, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას ის არსებული კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და საზოგადოებაც განეწყოს დადებითად ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით.“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მე შევპირდი მოსახლეობას, რომ გავიკეთებ ვაქცინას და აუცილებლად გაიგებს მედია ამის შესახებ. მე ავიცრები, სავარაუდოდ, „ასტრაზენეკათი“, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას ის არსებული კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და საზოგადოებაც განეწყოს დადებითად ვაქცინაციის პროცესთან მიმართებით. რაც შეეხება აქტივობებსა და კამპანიას, ამასთან დაკავშირებით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვმუშაობთ და და ვეყრდნობით მათ დამატებით რეკომენდაციებს, იმისთვის, რომ არ შეიქმნას კიდევ დამატებითი კითხვები და ხარვეზები იმ კომუნიკაციასთან, რომელსაც ძალიან ხშირად ახსენებს მედია,“- განაცხადა ტიკარაძემ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ამერიკის ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერი“ საქართველოშია

ამერიკის მიერ ნაჩუქარი ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. თბილისის აეროპორტში თვითმფრინავი ამ წუთებში დაეშვა. ამერიკის საჩუქარს აეროპორტში ჯანდაცვის...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img