20.04.2024
- Advertisement -spot_img

ეკატერინე ტიკარაძე: „არ გამოვრიცხავ COVAX პლატფორმას ვუჩივლოთ. აქ საუბარია რეპუტაციულ რისკებზე“

„გამომდინარე იქიდან, რომ აქ, საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, კოვაქს პლატფორმის წინააღმდეგ ჩივილსაც არ გამოვრიცხავ. ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ კოვაქს პლატფორმასთან 18 სექტემბრის მერე, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან და აღნიშვნა, არ ყოფილა რომ ჩვენ, რაიმე შეცდომა დავუშვით“ – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემა”დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.

“ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა კოვაქს პლატფორმას და ჩვენ მოვთხოვეთ მათ პასუხი, თუ რატომ გაეცა, “ინტერპრესნიუსს” მსგავსი პასუხი. ვინაიდან, ყველა იმ არსებულ კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენ დავიწყეთ კოვაქს პლატფორმასთან 18 სექტემბრის მერე, მსგავსი გადაცდომა მათი მხრიდან და აღნიშვნა, არ ყოფილა რომ ჩვენ, რაიმე შეცდომა დავუშვით.

ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა კოვაქს პლატფორმას და ჩვენ მოვთხოვეთ მათ პასუხი, თუ რატომ გაეცა, “ინტერპრესნიუსს” მსგავსი პასუხი

კოვაქს პლატფორმა ერთხელ უკვე მოხდა მსგავს გაუგებრობაში ბოსნიასთან, რის გამოც ბოსნიამ კოვაქსს უჩივლა. 

ამ ეტაპზე, ველოდებით მათგან განმარტებებს, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან, მსგავსი ფაქტი ნამდვილად არ ყოფილა და ამის შემდეგ განვაგრძობთ კომუნიკაციას.

გამომდინარე იქიდან, რომ აქ, საუბარია რეპუტაციულ რისკებზე, ჩივილსაც არ გამოვრიცხავ, ვინაიდან, ეს ყველაფერი საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციის მხრიდან გამნოყენებულია იმის ესკალაციისთვის, რომ საქართველოში მოხდეს დიდი დაძაბულობა და ესკალაცია. 

არ დავუშვებთ, რომ ოპონენტებმა ისარგებლონ ამ ბრალდებით,”-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-თან.

არ დავუშვებთ, რომ ოპონენტებმა ისარგებლონ ამ ბრალდებით

შეგახსენებთ, დღეს სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა “კოვაქს” პლატფორმის პასუხი იმის შესახებ, თუ რატომ ვერ მიიღო საქართველომ “ფაიზერის” ვაქცინა თებერვლის ბოლოს, მაშინ როცა,  ამის შესახებ საქართველოს მთავრობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ თებერვალში საქართველო ვაქცინის 29 500 დოზას მიიღებდა COVAX  პლატფორმიდან.

“ინტერპრესნიუსი“ წერს, რომ “კოვაქსის” თქმით, პირველ ეტაპზე ვაქცინა მიიღეს იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მათ მიერ დაწესებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს:

“თებერვლის ბოლოს ნაადრევი გზავნილები იმ ქვეყნებში განხორციელდა, რომლებმაც ჩვენ მიერ ერთიან განცხადებაში კრიტერიუმები უკვე დააკმაყოფილეს. დამატებითი ინფორმაცია პირველი გზავნილების შესახებ ყველა მონაწილეს მომდევნო დღეებში ეცნობება, ინფორმაცია ასევე გამოქვეყნდება ონლაინ.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, მათი განმარტებით, „ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა „კოვაქსის პლატფორმიდან“ დოზების მიღება შეძლოს“ – წერს „ინტერპრესნიუსი“.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img