19.04.2024
- Advertisement -spot_img

ელენ დეჯენერესის შოუ 2022 წელს დასრულდება

პოპულარულმა ამერიკელმა ტელეწამყვანმა ელენ დეჯენერსმა, საკუთარი შოუს – “ელენ დეჯენერესის შოუ” შეწყვეტის შესახებ Hollywood Reporter-თან განაცხადა. ტელეწამყვანის თქმით, 19 წლიანი არსებობის შემდეგ შოუ 2022 წელს დასრულდება, რადგან დეჯენერესი თვლის, რომ “რამდენადაც დიდებული და რამდენადაც მხიარულია ეს შოუ,'” იმდენად მისთვის გამოწვევა აღარ არის.

დეჯენერესს შოუ 2003 წლიდან მიჰყავს და ამჟამად მისი მე-18 სეზონი მიმდინარეობს. მისი თქმით, ის აპირებდა, რომ შოუ მე-16 სეზონის შემდეგ შეეწყვიტა, თუმცა 3 წლით დარჩენა კიდევ გადაწყვიტა.

“მინდოდა შოუ მე-16 სეზონზე შემეწყვიტა, ეს იქნებოდა უკანასკნელი სეზონი, თუმცა მათ სურდათ კიდევ 4-წლიანი კონტრაქტი გამეფორმებინა, მე კი ვუთხარი, რომ 1 წელიწადზე დავფიქრდებოდი. მათი თქმით, 1-წლიანი კონტრაქტი გამორიცხული იყო, ამიტომ 3  წლით გავახანგრძლივე და ვიცოდი, რომ ეს უკანასკნელი წლები იქნებოდა”, – ამბობს წამყვანი.

წამყვანის ამ განაცხადს წინ უსწრებდა თვეების წინ მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები თანამშრომლების მხრიდან, რომ “სამსახურში ტოქსიკური გარემო” იყო.

ელენ დეჯენერესის შოუ, რომელიც  2003 წლის სექტემბერში დაიწყო, მე-19 სეზონით 2022 წელს დასრულდება. 

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img