“მე არ მინდა, რომ ქართული ოცნება ჩამოიშალოს. იმიტომ კი არა, რომ მჯერა, თითქოს მათ რაიმე ღერძი გააჩნიათ იდეოლოგიური. უბრალოდ არ მინდა პრაქტიკა, რომ ერთის გამარჯვების შემთხვევაში მეორე ქრება. ესეც მინდა დამთავრდეს და მინდა ჩვეულებრივი ამბავი გახდეს ერთის მოგება და მეორის ოპოზიციაში გადასვლა და მერე პირიქით, ესაა დასამკვიდრებელი.” – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა და თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია “ტვ პირველის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.