15.10.2024
- Advertisement -spot_img

ელენე ხოშტარია არასამთავრობო ორგანიზაციებს მისი ოჯახის ანგარიშების შესწავლისკენ მოუწოდებს

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია არასამთავრობო ორგანიზაციებს მისი ოჯახის ანგარიშების შესწავლისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი ოჯახის დოკუმენტები, მათ შორის მემკვიდრეობის ფაქტი და თანხები საჯაროა.

„ყველაფერი არის აბსოლუტურად საჯარო, ღია, როგორც მემკვიდრეობის ფაქტი, ასევე ამ მემკვიდრეობით მიღებული თანხები.

იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლების ნულოვანი ნდობა მაქვს, მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველას, და უკვე მაქვს ნეიტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაცია, ყველა დოკუმენტი, ჩემი ოჯახის, ასევე ანგარიშები, ყველაფერი შეისწავლონ და გაასაჯაროვონ“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. ამ საკითხზე ხოშტარიას მამამ, გოგი ხოშტარიამ განმარტება გააკეთა.

„ბიძაჩემი, სოლომონ (სოლიკო) ვირსალაძე იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი სცენოგრაფი, ანუ არა უბრალოდ მხატვარ-გამფორმებელი, არამედ დამდგმელი სპექტაკლებში. მე ვარ მეორე რიგის მემკვიდრე, ჩემს დეიდაშვილთან ერთად. ბიძაჩემს შვილი არ ჰყოლია, ორი და ჰყავდა. ჩვენ ვართ მეორე რიგის მემკვიდრეები, ჩვენზე იყოფა თანაბრად“,- განაცხადა გოგი ხოშტარიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

ლონდონსა და ნიუ-იორკს შორის ფრენას შესაძლოა საათზე ნაკლები დრო დასჭირდეს

ჰიპერსონიკური კომერციული ფრენების ახალი ერა კოსმოსური ინდუსტრიის კომპანიამ  Venus Aerospace -მა  წარადგინა ახალი ჰიპერსონიკური ძრავა, რომელიც, მათი თქმით,  დიდი მიღწევაა ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img