19.04.2024
- Advertisement -spot_img

ელენე ხოშტარია – ჩვენ, ოპოზიციამ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ რაც არ უნდა დიდი იყო, ყველაფერი არ შეიძლება ერთ ძალას ეკუთვნოდეს

„ნაციონალურინ მოძრაობისა“ და ოპოზიციის ნაწილის მიერ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელებული ელენე ხოშტარიას განცხადებით, საკრებულოში მრავალპარტიული კანდიდატები იქნებიან წარდგენილი.

როგორც ხოშტარიამ განმარტა, მიუხედავად მისი პარტიული ინტერესისა, ის საკრებულოში მრავალფეროვნებას შეუწყობს ხელს.

“ჩვენ, ოპოზიციამ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ რაც არ უნდა დიდი იყო, ყველაფერი არ შეიძლება ერთ ძალას ეკუთვნოდეს, ჩვენ გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ მრავალფეროვნებაშია ძალა, ასევე გამოვიტანეთ გაკვეთილი, რომ ვიწროპარტიული ინტერესები უნდა გადაიდოს და უნდა შევძლოთ ერთიანად ბრძოლა, დღეს არის ცვლილებების დრო, დღეს არის გამარჯვების დრო“ , – განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, საზოგადოებას სთავაზობს იმ მოდელს, სადაც იქნება იდეების და არა კუნთების ჭიდილი.

“ჩვენ გთავაზობთ იმ მოდელს, სადაც იქნება იდეების და არა კუნთების ჭიდილი, სადაც ადამიანის ჩაგვრა, უსამართლობა და ჩაგვრა გამოირიცხება და ეს არის კოალიციური მმართველობის ფორმა, ერთიანობა არ უნდა იყოს დანაშაულში შეთქმულთა ჯგუფი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სასამართლოში, პარლამენტში და ოცნების ბევრ სხვადასხვა ნაწილში, მე და ნიკა ვართ ერთიანი ამ ბრძოლაში, მაგრამ ვართ და ვიქნებით ერთმანეთის კონტროლზე მიმართული, ქვეყნის თუ ქალაქის მმართველობაში ამ ქვეყანას აღარ სჭირდება მონოლითი ძალაუფლებაში, ჩვენ გვჭირდება სხვადასხვა ძალების მიერ ძალაუფლების კონტროლი, ჩვენ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯი, რომ საკრებულო აღარ იყოს მერის ცენტრალური ხელისუფლების გაგრძელება და უბრალოდ დანამატი, სწორედ ასეთი მონოლითია იმის მიზეზი, რომ საკრებულოს წევრები ხელს სწევენ და მთას ჩუქნიან მმართველს და ორსაუკუნიანი შენობის დანგრევაზე აწერენ ხელს, ამ არჩევნებმა, თბილისმა უნდა ანახვოს, რომ ეს ასე არ იქნება.” – აცხადებს ხოშტარია.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img