20.04.2024
- Advertisement -spot_img

ელენე ხოშტარია – გადავწყვიტე, პარლამენტში დავიწყო შიმშილობა, სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ

გადავწყვიტე, რომ პარლამენტში დავიწყო შიმშილობა იმ მომენტამდე, სანამ მიხეილ საააშვილს არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და სანამ მისი ჯანმრთელობის გარშემო გარანტირებულად არ მოიხსნება კითხვები, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„მე არ წარმოვადგენ მიხეილ სააკაშვილის პარტიას, მეტიც, არ ვარ მისი ამომრჩეველი. არაერთხელ გამომითქვამს პრეტენზია და დღესაც მაქვს პრეტენზიები მის მიმართ, მაგრამ რაც დღეს ხდება, მისი პატიმრობის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო, ეს არის სადისტური და ცინიკური შურისძიება საქართველოს მოქალაქის და მესამე პრეზიდენტის მიმართ. ეს საკითხი არის სახელმწიფო ინტერესების, სახელმწიფოებრივი მშვიდობის საკითხი. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფნა ერთი პროცენტითაც კი არის დაუშვებელი. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ პარლამენტში, შენობაში და ინსტიტუტში, რომელიც არ არსებობს და არ შემოვსულვარ, არ ვაღიარებ, დავიწყო შიმშილობა იმ მომენტამდე, სანამ მას არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და სანამ მისი ჯანმრთელობის გარშემო არ გარანტირებულად არ მოიხსნება კითხვები“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ხოშტარიას თქმით, შიმშილობა დაიწყო უკვე დილიდან და ერთადერთი, რასაც მიიღებს წყალია.

„ამ შიმშილობის განმავლობაში, რომელიც დღეს დაწყებული მაქვს, დილიდან საკვები აღარ მიმიღია, ერთადერთი, რასაც მივიღებ, ეს არის წყალი, რომ არანაირი კითხვები არ იყოს. არ დავტოვებ ამ შენობას, ვიქნები მუდმივად აქ. არ ვიცი და არც მაინტერესებს, როგორ მოიქცევა „ქართული ოცნება,“ მე აქ ვიქნები. უკიდურესად მშვიდობიანი არის ჩემი პროტესტის ფორმა, ამიტომ, ჩარევის არანაირი მიზეზი არ არსებობს“, – აღნიშნა ხოშტარიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img