09.12.2021
- Advertisement -spot_img

ელენე ხოშტარია – მანდატი პარტიისაა, არ მიმაჩნია კეთილსინდისიერად, ვისარგებლო იმით, რაც არაა ჩემი

ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მას, როგორც ევროპული საქართველოს ყოფილ წევრს მანდატი არ ეკუთვნის. როგორც ხოშტარია წერს, იმით სარგებლობა რაც პარტიას ეკუთვნის, “კეთილსინდისიერად” არ მიაჩნია. 

“როგორც იცით, მე ევროპული საქართველო დავტოვე, შესაბამისად, სადეპუტატო მანდატი ეკუთვნის პარტიას და არა მე. არ მიმაჩნია კეთილსინდისიერად, ვისარგებლო იმით, რაც მე არ მეკუთვნის.

მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია დავაფიქსირო ჩემი პოზიცია: ვფიქრობ, რომ არსებული კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა, არის ახალი, სამართლიანი არჩევნების გზით არჩეული მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება”, – წერს ხოშტარია.

მისივე თქმით, შეთანხმების ახალი დოკუმენტი წინაზე არსებითად უკეთესია, თუმცა, ის არ არის კრიზისის გადაჭრის გზა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა

ამერიკულმა  Forbes-მა 2021 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალი დაასახელა. სიის სათავეში კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტია. Forbes-მა მაკენზი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img