29.03.2024
- Advertisement -spot_img

ელენე ხოშტარია – მე და მიხეილ სააკაშვილი ვრჩებით განსხვავებულ პლატფორმებზე, მაგრამ ვერ მოვისვენებ, სანამ ეს ადამიანი ამ მდგომარეობაში იქნება

მე და მიხეილ სააკაშვილი ვრჩებით განსხვავებულ პლატფორმებზე, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ, მიუხედავად ამისა, მე ვერ მოვისვენებ, სანამ ეს ადამიანი იქნება ამ მდგომარეობაში, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

,,მე, რა თქმა უნდა, ექიმი არ ვარ და სამედიცინო შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ ის ნამდვილად არის სუსტად. მეც გავდივარ რეაბილიტაციის პროცესს, მაგრამ მას ბევრად უფრო მძიმე პროცესი ჰქონდა, იგივე, ღირსების შემლახავი პროცესი მის წინააღმდეგ, უფლებების გათელვა, ეს ყველაფერი, სტრესთან ერთად დამატებით, დიახ, მას ძალიან დიდი ზიანი მიადგა, ეს არის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ის შინაგანად არის მხნედ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მისი ფიქრები არის როგორც წარსულზე, ასევე მომავალზე, მე ვერ დავინახე ვერანაირი ბოღმა, ვერანაირი აგრესია ვინმეს მიმართ. ძალიან თვალნათელია, რომ ამ ადამიანს მიადგა ძალიან სერიოზული ზიანი და მე ვერაფრით ვერ ვიტყოდი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა არის დამამშვიდებელი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – მე ექიმი არ ვარ, მაგრამ ეს არის ჩემი, როგორც ამ პროცესში უკვე გამოცდილი ადამიანის შთაბეჭდილება“, – განაცხადა ხოშტარიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img