13.10.2024
- Advertisement -spot_img

ელენე ხოშტარია – ოპოზიციის ვალია შევჯერდეთ და საერთო გეგმით წარვდგეთ

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები მიმდინარეობს, რათა მოსახლეობის წინაშე საერთო გეგმით წარდგნენ.

როგორც ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, დაუმორჩილებლობა ოლიგარქიასთან ბრძოლის განუყოფელი ნაწილია.

„ჩვენ პარტიებთან გვაქვს კონსულტაციები თუ რა საერთო გეგმით წავრდგეთ საზოგადოების წინაშე და შევთავაზოთ სამოქმედო გეგმა. კონკრეტულად რა ფორმის იქნება ეს სამოქმედო გეგმა და რა ნაბიჯებს გადავდგამთ, ამაზე ჩვენ ყველა შევჯერდებით. ჩემი ღრმა რწმენით, დაუმორჩილებლობა განუყოფელი ნაწილია ოლიგარქიასთან ბრძოლის და ამ დაუმორჩილებლობის მშვიდობიანი პროტესტის გაწერილი გეგმა არის ის აუცილებლობა, რომელიც დღეს ჩვენს წინაშე დგას. სტრატეგია არის მრავალმხრივი – საერთო მუშაობის საგარეო პოლიტიკა, მხილების სტრატეგია, ხალხის კონსოლიდაციის, დაუმორჩილებლობის და პროტესტის სტრატეგია. ოპოზიციის ვალია შევჯერდეთ, ხალხს ნუ მოვასმენინებთ ჩვენს შიდა უთანხმოებებს და საერთო გეგმით წარვდგეთ იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ ოლიგარქისგან და მივიღოთ ევროპული პერსპექტივა“,- განაცხადა ხოშტარიამ.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

წინასაარჩევნო PR სტრატეგიები და ომის შიშით მანიპულაცია | ინტერვიუ ირა ჭელიძესთან

ინტერვიუ პოლიტიკური PR ტექნოლოგიების სპეციალისტთან ირა ჭელიძესთან. განვიხილავთ წინასაარჩევნო კამპანიებს, როგორ იზიდავენ ჩვენს ხმებს პარტიები.  რა სტრატეგიებით მუშაობენ და...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img